მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ
ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების რიგით მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ.

კონფერენცია თემაზე - “ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ღირსების დაბრუნება ყველასთვის რთულ დროში“ 4-6 სექტემბერს, უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ სამარყანდში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) და უზბეკეთის სენატის ორგანიზებით იმართება.

ინტერაქტიური პანელური დისკუსიებისა და სამუშაო ჯგუფების ფორმატში, 60 ქვეყნის პარლამენტარებმა და დარგის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის: ციფრული უსაფრთხოება; ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დაცვა კონფლიქტურ ზონაში; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საკითხები; ასევე, ახალგაზრდების პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები.

დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კოლეგებს ეროვნული კანონმდებლობის დემოკრატიულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ახალგაზრდა პარლამენტარების აქტიური ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური არასტაბილურობის პირობებში.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიკა შარტავამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, რაც რიგ გამოწვებს უქმნის საქართველოს მისი მიზნების მიღწევაში.

ლიკა შარტავამ ასევე, ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG) და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებულ რიგ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • "კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობსრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისBM.GE
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

იმედი

ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

იმედი

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

იმედი