მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მადიარმა განაცხადა, რომ სურს მოჭადრაკე იუდით პოლგარს ქვეყნის პრეზიდენტობა შესთავაზოს
მადიარმა განაცხადა, რომ სურს მოჭადრაკე იუდით პოლგარს ქვეყნის პრეზიდენტობა შესთავაზოს

მადიარმა განაცხადა, რომ სურს მოჭადრაკე იუდით პოლგარს ქვეყნის პრეზიდენტობა შესთავაზოს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს მოჭადრაკე იუდით პოლგარს შესთავაზებს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ 49 წლის პოლგარს შეუძლია ერის ერთიანობის განსახიერება გახდეს და ორშაბათს, 20 ივლისს, ის მას შეხვდება, რათა ჰკითხოს, დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას.

„აღიარება, რომელიც მან დაიმსახურა, არ არის განპირობებული მისი პოლიტიკური შეხედულებებით ან კავშირებით, არამედ მისი გამორჩეული ნიჭით, შრომისმოყვარეობით, შეუდარებელი სიმტკიცითა და პატიოსნებით. ის არის უნგრელი, რომლის მიღწევებიც პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს როგორც სამშობლოში, ისე მთელ მსოფლიოში. პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ის ამ წინადადებას მიიღებს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.

იუდით პოლგარმა და მისმა ორმა დამ - ჟუჟამ და ჟოფიამ ილდიკო მადლთან ერთად 1988 წლის ჭადრაკის ოლიმპიადა მოიგეს. იუდით პოლგარი მონაწილეობდა ტურნირებში კაცების წინააღმდეგ. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც 2700-იანი რეიტინგის ბარიერი გადალახა, რასაც ბევრი „სუპერდიდოსტატის“ ნიშნად მიიჩნევს.

უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ პოსტზე მომუშავე ტამაშ შულიოკმა ხელი მოაწერა მადიარის პარტიის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც მის გადაყენებას ითვალისწინებს. ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, აგნეშ ფორსტოფერი ასრულებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი