მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე
მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე

იმედი|imedinews.ge

ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და „მოსკოვის მექანიზმის“, რომელიც ამ დიდი სცენარის ერთი კომპონენტი იყო საქართველოს წინააღმდეგ, „მოსკოვის მექანიზმია“ ამოსავალი წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმიც“ კი დამახინჯებულადაა ინტერპრეტირებული ამ რეზოლუციაში. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ამას ხედავენ კოლეგები ეუთოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შრის პოსტ-საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

„ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე.

ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ ნიდერლანდების დელეგაციის ხელმძღვანელისგან სადამკვირვებლო მისიის შეფასება სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰააგის დეკლარაციაში დაიგმო ორი წლის წინ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული დასკვნები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არის ეუთოს დასუსტების და საბოლოო ჯამში გაქრობის ძალიან აშკარა მცდელობა.

„ეუთო იყო ბოლო ბასტიონი ჩვენი რადიკალებისთვის და მათი ლობისტებისთვის, რომლებიც საკუთარ დელეგაციას აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. ეუთოს ინსტრუმენტალიზაციის ისეთი მასშტაბი იყო, რომ თვალნათლივ ვიხილეთ და მოვისმინეთ კულისებს მიღმა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ ორმაგი სტანდარტი გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით“, - განმარტა ბითაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BFMTV: ორი გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს

BFMTV: ორი გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს

იმედი

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

იმედი

Euronews: საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში

უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი