მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედია
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედია

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედია

BM.GE21 აგვისტო, 2026, 20:30|bm.ge

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Apsnypress-ი წერს.

მედიის ცნობით, აფხაზეთში 960 ტონა AI-92 მარკის ბენზინი ადგილობრივმა კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელმაც საწვავი „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შეიძინა.

მიღებული საწვავიდან 303 ტონა კომპანიებს „აზიდის“, „ალხანისა“ და „სალამანდრას“ გადაეცემათ გასაყიდად მათ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე. Apsnypress-ის ცნობით, ამავე კომპანიებს კვირის ბოლომდე დამატებით 380 ტონა დიზელის საწვავიც გადაეცემათ.

ცნობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურების წინ რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა, 12 აგვისტოს კი ცნობილია გახდა ის, რომ რეგიონში პირველად მოხდა საწვავის შეტანა საქართველოდან.

18 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში 680 ტონა საწვავი არის მიწოდებული. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. აღნიშნული მისმა მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
აფხაზეთის →ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

თბილისის შემოვლით გზაზე ADB-სთან გაფორმებული $250-მილიონიანი სესხი რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინება

თბილისის შემოვლით გზაზე ADB-სთან გაფორმებული $250-მილიონიანი სესხი რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინება

BM.GE

მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა

მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა

BM.GE

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასტუმროებსა და საცურაო აუზებს ამოწმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასტუმროებსა და საცურაო აუზებს ამოწმებს

BM.GE

აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდა

აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდა

BM.GE