მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზდება
მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზდება

მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზდება

იმედი|imedinews.ge

ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზდება, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით გამოცემულ სტატიას, სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

ბითაძის თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მსგავს კონტექსტში საქართველოსა და ირანის ურთიერთობაზე საუბარი ნათლად აჩვენებს, რომ რადიკალები ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ირანს შორის 0-დან 1%-მდეა ექსპორტ-იმპორტი, სასაცილოც კია იმაზე საუბარი, რომ რაიმე ირანული გავლენა შეიძლება იყოს საქართველოზე. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ირანზე ამ კონტექსტში საუბრობს, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფერზე არიან უკან დამხევები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი