მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: პარტიული ტელევიზიები ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. სამარცხვინოა, არ შეიძლება ყველაფერს, რაც არ მოგწონს რუსული ეძახო, ვიხილეთ გაავებული კამპანია
მაია ბითაძე: პარტიული ტელევიზიები ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. სამარცხვინოა, არ შეიძლება ყველაფერს, რაც არ მოგწონს რუსული ეძახო, ვიხილეთ გაავებული კამპანია

მაია ბითაძე: პარტიული ტელევიზიები ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. სამარცხვინოა, არ შეიძლება ყველაფერს, რაც არ მოგწონს რუსული ეძახო, ვიხილეთ გაავებული კამპანია

იმედი|imedinews.ge

პარტიული ტელევიზიები დღე და ღამე ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის წინასწარ შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. ძალიან სამარცხვინოა. არ შეიძლება ყველაფერი, რაც არ მოგწონს რუსულთან გააიგივო. ჩვენ ვიხილეთ გაავებული კამპანია. სამარცხვინო მესიჯები ისმოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ისე წარმოეჩინა, თითქოს მმართველი ძალა ცდილობდა პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებამ თავად ნახა, რამდენად დამოუკიდებელი იყო პროცესი.

„რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის ძალიან სამარცხვინო კამპანია, რაშიც უცხოელი პოლიტიკოსებიც კი იყვნენ ჩართულები და მათი აზრით, საქართველოს მოსახლეობას უნდა გასჩენოდა აზრი იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „შავბნელი ფორმატი“ არის ადამიანებზე ზემოქმედების. გაგახსენებთ მიხაილ როთს, რომელიც პირდაპირ აძაგებდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

პარტიული ტელევიზიები დღე და ღამე ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის წინასწარ შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. ძალიან სამარცხვინოა. არ შეიძლება ყველაფერი, რაც არ მოგწონს რუსულთან გააიგივო. ჩვენ ვიხილეთ გაავებული კამპანია. სამარცხვინო მესიჯები ისმოდა.

ვიხილეთ გაავებული კამპანია თუნდაც გუშინ მათ ტელევიზიებში, სადაც სამარცხვინო მესიჯები ისმოდა, როგორც ახლა უკვე პატრიარქის მიმართ, ასევე, იყო მცდელობა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიანი მიეყენებინათ.

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ მავნე რიტორიკას პასუხი გასცა და თვალნათლივ აჩვენა მთელს მსოფლიოს მისი დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვაცილებდით ილია მეორეს. მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორი კონსოლიდაცია შეუძლია ერს, რომლის დაქსაქსვას ძალიან ცუდად ცდილობდნენ, როგორც გარე ძალები, ასევე, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი თავის დემოკრატიის შუქურად გასაღებას ცდილობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი