მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: ვულოცავ მთელს საქართველოს, მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას. ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ახალი პატრიარქი, რომელიც პირველ რიგში არის გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პატრიარქი ილია მეორის მხრიდან
მაია ბითაძე: ვულოცავ მთელს საქართველოს, მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას. ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ახალი პატრიარქი, რომელიც პირველ რიგში არის გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პატრიარქი ილია მეორის მხრიდან

იმედი|imedinews.ge

ვულოცავ მთელს საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ახალი პატრიარქი, რომელიც პირველ რიგში არის გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პატრიარქი ილია მეორის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის იმ ნდობიდან, პატივისცემიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, რაც სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ჰქონდა ილია მეორის მიმართ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ყველას სწამს, რომ დაიწყება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების ახალი ეტაპი.

„ყველას ერთად გვწამს, რომ დაიწყება ახალი ეტაპი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების, რაც ვფიქრობ, იქნება კიდევ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენი ერი საბოლოოდ გაერთიანდეს და აღმოიფხვრას ყველა ის დაპირისპირება, რის ასე გაღვივებასაც სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.

ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე გადაექციათ პოლიტიკური თამაშის არენად, რაც ძალიან სამწუხარო და შავ ლაქად დარჩება ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ამას აკეთებდა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი