მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ომიაძე: სტატისტიკით პირველ ათეულში მოწინავე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საუდის არაბეთი - ის ქვეყნები, სადაც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ, წლიდან წლამდე ციფრებში იზრდება ტურისტების როგორც ოდენობა, ასევე - შემოსავლები
მაია ომიაძე: სტატისტიკით პირველ ათეულში მოწინავე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საუდის არაბეთი - ის ქვეყნები, სადაც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ, წლიდან წლამდე ციფრებში იზრდება ტურისტების როგორც ოდენობა, ასევე - შემოსავლები

იმედი|imedinews.ge

ჩვენი სტრატეგიული ბაზრები არის ის, სადაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი; სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიც, ასევე, ეს არის ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, სადაც დიდ კამპანიებს ვაკეთებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

მან ისაუბრა, თუ რომელი ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდა შეინიშნება საქართველოში. მისივე თქმით, მთლიანობაში, მათ ტურისტული ვიზიტების კუთხით რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდათ.

ომიაძის თქმით, წელს, პირველ კვარტალში ვიზიტორების თვალსაზრისით თურქეთი ლიდერობდა.

„ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში ფულს არ ვხარჯავთ. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ იქ ცნობადობა ისედაც დიდია - საჰაეროს გარდა, არსებული სახმელეთო კავშირები აადვილებს მიმოსვლას. ჩვენი სტრატეგიული ბაზრები არის ის, სადაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი; სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიც, ასევე, ეს არის ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, სადაც დიდ კამპანიებს ვაკეთებთ. გვაქვს წერტილოვანი ღონისძიებები ახალ ბაზრებზე, როგორიც არის სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპური.

ღონისძიებების მთელი ეს კომპლექსი, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებთ, აისახება სტატისტიკაზე. ერთი მხრივ, აეროპორტების გაერთიანება და ავიაციის სააგენტო ერთობლივად მუშაობენ ახალ რეისებზე, დამატებებზე, ან ახალ მიმართულებებზე და ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვმუშაობთ ცნობადობის ამაღლებაზე, სხვადასხვა ბიზნესის დაკავშირებადობაზე. ეს ყოველივე ერთობლივად ქმნის შემდეგ იმ სტატისტიკას, სადაც გამოჩნდა, რომ პირველ ათეულში მოწინავე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საუდის არაბეთი - ის ქვეყნები, სადაც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ. კვარტლიდან კვარტლამდე, წლიდან წლამდე ციფრებში იზრდება როგორც ოდენობა, ასევე - შემოსავლები“, - აღნიშნა ომიაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი