მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში

იმედი|imedinews.ge

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. „ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და უფრო მეტი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგას ორივე ქვეყნის ურთიერთობებში, ორივე ქვეყნისთვის და ხალხისთვის,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი