მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

იმედი|imedinews.ge

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას და პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. „პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება, ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ორივე ქვეყნის მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკური განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი