მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა
მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა

იმედი|imedinews.ge

მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა.

„საქართველოს და ნატოს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება, ნატომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოც ყოველთვის აქტიურად უწყობდა ხელს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს და ნატოს მისიებსა და ოპერაციებს. ამ თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების საკვანძო ნაწილად მივიჩნევთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს პასუხი ოკუპაციასა და კონფლიქტზე ნათელია, ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო გზას კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებად. გვჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის საუკეთესო პასუხი კონფლიქტის მოგვარებაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულად გაიზარდა ახალი და საიმედო სავაჭრო ეკონომიკური მარშრუტების საჭიროება.

„ამ კონტექსტში ხშირად ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, თუმცა შუა დერეფანი მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი არ არის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სივრცეს“, - დასძინა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა