მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო მეტი გავაკეთოთ
მაკა ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო მეტი გავაკეთოთ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სან-ფრანცისკოს მერთან გამართული შეხვედრა შეაფასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, ასევე იმ სიახლეზე, რომელიც გვაქვს სან-ფრანცისკოში - იცით, რომ იხსნება ინოვაციების ჰაბი, რომელიც იმუშავებს აქ, ამ ქალაქში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, იმისათვის, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდეს ჩვენს გენერალურ საკონსულოს და ინოვაციების ჰაბს სან-ფრანცისკოში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური წარმოჩენა ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრში. „აქ არის უამრავი შესაძლებლობა ქართული, ასევე ამერიკული ბიზნესებისთვის, რომ საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი ამ ქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა“, - განაცხადა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეინიშნება. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება სწორედ იმ დამოკიდებულების, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ის ძლიერი გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ არის იმედის მომცემი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს ისეთ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი