მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.

„ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ მსგავსი მცდელობა ორბანის პრემიერობის პირობებშიც იყო, თუმცა ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა რთულია:

„თქვენ გახსოვთ ალბათ ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას“.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ცალკეული აქტორების სურვილისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს.

მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე უნდა მოხდეს: „ისევ და ისევ ჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში, ამას შანტაჟის ენით ვერაფრით ვერ მოვახერხებთ .“

მინისტრმა ევროკავშირის მიერ დეკლარირებული პრინციპებსა და რიტორიკას შორის არსებულ წინააღმდეგობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ისევ და ისევ ევროკავშირის მისიის განცხადება მიდევს - ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს - და ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ წრეებში.“

მინისტრის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ნებაყოფლობით თანამშრომლობას და დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს: „ არაფერი არ გვაქვს დასაძალებელი, ნებაყოფლობით შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი