
მაკა ბოჭორიშვილი სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
იმედი|imedinews.ge
დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტონე კაიზერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ილაპარაკეს.
შეხვედრაზე ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე დაკავშირებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge