მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა
მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა

იმედი|imedinews.ge

სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა, - განაცხადა სტამბოლში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო კვლავ მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს საშუალება მეძლევა მოგესალმოთ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სტამბოლში, ამ დიდებულ ქალაქში. სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა. ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.

ეროვნული დღე სწორედ ის დღეა, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ საღამოს სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართულ მუსიკას - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოხატულებას, მათ შორის ქართული პოლიფონიური სიმღერის უნიკალურ ტრადიციას, რომელიც როგორც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ძლიერი კავშირის სიმბოლო, „იუნესკოს“ მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება