მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას: საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას: საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. „ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველო აღნიშნული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისკენ. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას.

ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს. „არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ - აღნიშნა მინისტრმა. გამოსვლის დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ხშირად შეუმჩნეველი ფორმებით ვლინდება და მის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო გამოწვევაა. „ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საფრთხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ჩვენ საფრთხე დროებით გადავავადეთ, თუმცა მათ კვლავ აქვთ განზრახვა, განაახლონ ბირთვული პროგრამა და ატომური ბომბები შექმნან, თუმცა სანამ პრემიერ-მინისტრის პოსტს ვიკავებ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - ბენიამინ ნეთანიაჰურუსთავი 2
  • ზუგდიდში აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაზი ისევ ჟონავს - არსებობს ხანძრის ხელახლა გაჩენის საფრთხეტვ პირველი
  • ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვისფორმულა
  • სომხური ყვავილების ჭარბი ნაკადი საქართველოს ბაზარზე - რა საფრთხის წინაშე დგანან ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი?BM.GE
საფრთხის →

მსგავსი სტატიები

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

იმედი

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა