მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას
მაკა ბოჭორიშვილი: ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას

მაკა ბოჭორიშვილი: ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას

იმედი|imedinews.ge

საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ამ პოზიციის ერთგულები ყოველთვის ვიქნებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე - პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში ჟურნალისტებთან.

მას მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას, უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია.

„რაც შეეხება ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე.

დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მისი პოზიციების მიმართ, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, ქვეყანაში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს საქართველოს გარდა ასევე არ შეურთდა სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სლოვაკეთი და თურქეთი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →წევრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი