მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა
მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას ვლადიმირ პუტინისთვის წერილის გაგზავნის თაობაზე და უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მაკრონმა „ევროკავშირი - დასავლეთ ბალკანეთის“ სამიტის კულუარებში განაცხადა, რომელიც მონტენეგროში დღეს იმართება. მაკრონმა პოზიტიურად შეაფასა ზელენსკის წერილი პუტინისადმი და კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„მიმაჩნია, რომ ეს კარგი ინიციატივაა და კარგია, რომ დისკუსიები შეიძლება განახლდეს“, - განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილის კომენტირებისას.

მან შეახსენა ყველას, რომ სწორედ ევროპელები არიან „უკრაინის სამხედრო ძალისხმევის უმსხვილესი დონორები“ და, შესაბამისად, ისინი გარკვეულ მომენტში სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ, „რადგან გეოგრაფიის გათვალისწინებით, საქმე ეხება ევროპელებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას“.

„ჩვენ ყოველთვის უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრენი ვიყავით. თქვენთან გულახდილი ვიქნები: მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ უკრაინასა და რუსეთს შეუძლიათ შეიმუშაონ როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ისე სამშვიდობო გეგმა“, - დასძინა მაკრონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავაBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →მხარს →წერილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი