მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალაიზიის მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა ტერმინი LGBT „გადახრების მქონედ“, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება
მალაიზიის მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა ტერმინი LGBT „გადახრების მქონედ“, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება

მალაიზიის მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა ტერმინი LGBT „გადახრების მქონედ“, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება

იმედი|imedinews.ge

მალაიზიის მთავრობამ ტერმინი LGBT ოფიციალურ კომუნიკაციაში ჩაანაცვლა ტერმინით „გადახრების მქონე“, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება.

ხელისუფლების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია, ტერმინის LGBT ნორმალიზების თავიდან აცილება და სოციალურ მედიაში ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელების შეზღუდვა.

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, ფედერალური კანონმდებლობით სოდომია დანაშაულად ითვლება და 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, მალაიზიაში მოქმედებს შარიათის პარალელური სამართლებრივი სისტემა, რომელიც მუსლიმებისთვის ერთის გარდა ყველა შტატში კრძალავს ერთნაირსქესიანთა სექსუალურ ურთიერთობას.

ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის რელიგიურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ მარჰამა როსლიმ პარლამენტში, თებერვალში გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, ტერმინი LGBT აღარ გამოიყენოს.

მისი თქმით, „რაც უფრო ხშირად ვახსენებთ ან ვწერთ ამ ტერმინს, მით უფრო მეტი მასთან დაკავშირებული კონტენტი ჩნდება სოციალურ მედიაში და ამ კულტურის პოპულარიზაციას უნებლიეთ ვუწყობთ ხელს“.

ინიციატივა გააკრიტიკა ჰომოსექსუალთა უფლებადამცველმა ჯგუფმა Justice for Sisters, რომლის შეფასებითაც, ახალი ტერმინი „ადამიანურ ღირსებას აკნინებს, დეზინფორმაციას ავრცელებს და აძლიერებს მცდარ შეხედულებას, თითქოს LGBT ადამიანები „გამოსასწორებლები“ არიან“.

მალაიზიის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ერთნაირსქესიანთა ღონისძიებების წინააღმდეგ კონტროლსაც ამკაცრებს. მაისის ბოლოს კუალა-ლუმპურში ჩატარებული რეიდების შედეგად „გეი წვეულების“ საქმეზე 51 მამაკაცი დააკავეს.

დაკავებულთაგან 28 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, 36-ს ნარკოტესტზე დადებითი პასუხი დაუდგინდა, ხოლო რეიდების დროს დაახლოებით 26 000 დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება კეტამინი, MDMA და ექსტაზი ამოიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი