მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში, NCDC-ს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში, NCDC-ს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში, NCDC-ს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული სტატუსი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში. მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებითა და სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა პრეზენტაცია და ფილმი - , „ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირების პროცესი საქართველოში.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე პაატა იმნაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მალარიის ელიმინაციის პროცესში ჩართული სპეციალისტები.

შეხვედრაზე შეაჯამეს მალარიის ელიმინაციის მრავალწლიანი პროცესი, განიხილეს განხორციელებული ღონისძიებები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
  • ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი