მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალტე კაუფმანი: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა
მალტე კაუფმანი: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა.

მისი თქმით, არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა.

„გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს ელჩი გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის აკრედიტებული და ეს სრულიად მიუღებელია. უცხო ქვეყნის ელჩებმა თავიანთი რწმუნებათა სიგელები რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარადგინონ. ისევე როგორც გერმანია ელოდება, რომ მისი ელჩები სხვა ქვეყნებში დროულად იქნებიან მიღებულნი, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს სხვების მიმართაც. ეს მდგომარეობა ასევე აშკარად არათანაბარია. ამავე პერიოდში რწმუნებათა სიგელები პრეზიდენტს გადასცეს კონგოს, ფილიპინების, ლიბანის, კანადისა და მრავალი სხვა ქვეყნის ელჩებმა, მაგრამ არა საქართველოს ელჩმა. ეს მიუღებელია.

ჩემი აზრით, მიზეზი კვლავ ის არის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა. ამიტომ, მიმაჩნია რომ ეს გერმანული დიპლომატიისთვის ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია. ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლი პირადად. იმედი მაქვს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება და საქართველოს ხალხთან ურთიერთობები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას“, - აღნიშნა მალტე კაუფმანმა.

უკვე მერვე თვეა, ოფიციალური ბერლინი საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე არ აახლებს საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებსაც. უპასუხოდ რჩება „ქრონიკის“ მიერ გერმანიის საელჩოსთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვებიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი