მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარ-კამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები სჩადიოდნენ დანაშაულს პირდაპირ ეთერში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცველმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად.

„კულისებში რა იყო ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს ბუნებრივია და იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, დანაშაულის შედეგად რა შეიძლებოდა გამოწვეულიყო ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო მიეღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. საბედნიეროდ, მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და ჩვენ შევძელით, რომ იმავე დღეს მოგვეხერხებინა როგორც დამნაშავეების დაკავება, ასევე იმავე დღეს მოგვეხერხებინა, რომ ამოწურულიყო ეს ინციდენტი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. ზედმიწევნითი სიზუსტით მოხერხდა იმ დღეს პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა.

გახსოვთ, რომ პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომლითაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი იმავე დღეს და უმოკლეს ვადაში ამ ღონისძიების დამთავრებიდან, ასევე მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ მიერ მიღებული და მოპოვებული ინფორმაციით უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. არის რაღაც ოპერატიული ინფორმაციები, რომლებიც შემდეგ მტკიცებულებებში არ აისახება ხოლმე ყოველთვის, ეს შეუძლებელია, ერთია ოპერატიული მხარე, მეორეა - მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. ამის იქით მე რაც შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცველმა, ვინც იყო ამ ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი