მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც
მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც

იმედი|imedinews.ge

ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ აუდიტის სამსახური, სხვადასხვა უწყებები - შსს-ს დახმარებით სუს-ი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ყველა ეს სამართალდამცავი უწყება მუშაობდა წარსულზე, ანუ თუ წარსულში ადამიანს ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ამის გამოვლენაზე, მაგრამ აუდიტის სამსახურიდან დაწყებული ყველა სამართალდამცავ უწყებას მიეცა რეკომენდაცია, რომლის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით და ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. მაგალითად, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე, წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე, ტენდერზე, სახელმწიფო შესყიდვაზე და ა.შ. არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები.

კორუფციის აბსოლუტური აღმოფხვრა - მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაშიო. კორუფციის არქონა პირობითად შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ასევე, ვერც საქართველო, სამწუხაროდ, ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც მეტი წელი, დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გვქონდეს. ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც.

არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიმუშაოთ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვიყოთ მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით. ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც. კორუფცია, რა თქმა უნდა, კვლავ არის, რა თქმა უნდა, კვლავ ხდება კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მაგრამ დაზღვევა და არა შემდგომში გამოვლენა იქნება ერთ-ერთი საკვანძო, ახალი და თანამედროვე მიდგომა ჩვენი სახელმწიფოსი კორუფციასთან მიმართებაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი