მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის

იმედი|imedinews.ge

აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

„გახსოვთ ბევრი, მათ შორის ასე უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანის მესიჯები, როდესაც ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი საქართველოდან გაიწვია ორი მიზეზით - სანქციების დაწესებაზე უარი რომ თქვა საქართველომ და მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლები რომ არ გაგზავნა უკრაინაში. დღეს ხომ იგივე წარმატებით, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ რაღაცეებს, ვიღაც-ვიღაცეები გვეუბნებიან, რომ რა ომის დაწყებაზე კულისებში ვინ რა გითხრათ, ამას ნუ დაიჯერებთ, კი ბატონო. მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა საჯაროდ, რა განცხადებებსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ და რა განცხადებაც ზელენსკიმ გააკეთა და რისთვის გააკეთა და რისთვისაც გაიწვია ელჩი, ეს მათი გონების გახსნისთვის, ვინც აგენტი არ არის და ამ აგენტს უჯერებს, საკმარისი არ უნდა იყოს? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ბაზები განთავსდეს, სანქციები დაუწესეთ, მოხალისე მებრძოლები გაგზავნეთ, საბრძოლო მასალა გაუგზავნეთ, ეს მაინც საკმარისი არ არის იმისათვის, რა ზრახვები აქვთ, რა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში? თუ მაინცდამაინც უნდა ნახოს ვიღაცამ ჩანაწერი, რომ ვიღაც მოდის და „შედით სასწრაფოდ და დაიწყეთ ომი და მერე ჩვენ მოგეხმარებით და იქნებ პარტიზანული ბრძოლებით თავი გაიტანოთ“, ეს უნდა გამოვარდეს მაინცდამაინც, რომ დაიჯერონ ელემენტარული რეალობა და გონება გაეხსნას? მე მგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი, ფრთხილად, შეპარვით, ერთი პერიოდი საერთოდ უარყოფდნენ მსგავს განცხადებებთან კავშირს, ახლა კიდევ აპარებენ როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებაში. აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, რომელიც პატარა დარტყმას ვიღაცას თუ რაღაცას მიაყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ. საქართველოს ინტერესში არ შედის ეს. შეიძლება ყველას ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო არასდროს და მისი ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

იმედი

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა

იმედი

ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში