მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?
მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?

იმედი|imedinews.ge

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.

„კელი დეგნანმა უწოდა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით. დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები - ეს გვექნებოდა. ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, ისიც სესხად მოგვცემდნენ და სისხლად. დემოკრატიის შავი დღე - ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს, ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • „მდინარაძის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ამ მასშტაბის ადამიანი აღარ მოიაზრება“ - ნინო წილოსანიტვ პირველი
  • მინდა, მამუკა მდინარაძეს, წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის, ბიუროს სახელითაც გადავუხადო მადლობა - მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • "არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან" - შალვა პაპუაშვილი მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზეBM.GE
  • კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობაფორმულა
მდინარაძე →ფორმის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

იმედი

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

იმედი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი