მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის და გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში
მამუკა მდინარაძე: დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის და გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით „რადგან დღეს სხვადასხვა უწყებებზე ვსაუბრობ, ვსარგებლობ შემთხვევით და ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთხელ, დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას. ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი