მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან
მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

იმედი|imedinews.ge

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო, კორუფციული დანაშაულის შედეგად, წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული. „მინდა ვისაუბრო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ხიდი, გზა, წყალი, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომლებიც, რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო, დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის შესრულებული. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ. დროულად და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდანნეტგაზეთი
  • “იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა” - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაBM.GE
  • სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმარუსთავი 2
  • საფრანგეთის საელჩო: პატივს მივაგებთ 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებსტვ პირველი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ არსრულებენ

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ არსრულებენ

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

იმედი

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციით შევხვდეთ - შესაძლოა შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?