
მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა, გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს
ვიცე-პრემიერმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გია ბარამიძემ ომის დანაშაული საკუთარ სამხედროებს დააბრალა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2008 წელს, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დაადასტურა, რომ უღალატა საკუთარ ქვეყანას და ომის დანაშაული დააბრალა საკუთარ სამხედროებს, რითაც შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო.
„რაც შეეხება 7 აგვისტოს - 7 აგვისტოს სააკაშვილმა გასცა ბრძანება და განახორციელა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები, რაც ჩემი აზრით, ასევე მიზანმიმართულად, მან მთელ მსოფლიოს აჩვენა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. შეფასებაც არ სჭირდება. არანაირი საბაბი და მიზეზი არ ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, მას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა შემოჭრის უფლება. ის შემოიჭრა საქართველოში, განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება და ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს, არც ლოგიკა. შემდეგ, 2 თვეში, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, მათ დაადასტურეს, რომ უღალატეს საკუთარ ქვეყანას, ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს და ამ ომის დანაშაულში ქართულმა მხარემ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში, უზრუნველყო, რომ ჩვენ მოგვეგო მათი მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად. ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება“, - განაცხადა მდინარაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge