
მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს
გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია.
„ვინც რევოლუცია აღკვეთა, ციხეში სხედანო ამბობთ, ბატონო იაგო და დიდი ბოდიში, მაგრამ სერიოზული მანიპულაციაა ამის თქმა და რატომ - რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში. ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა არ აღიარა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან. მაგალითად, თქვენ რომ იყოთ უმაღლესი თანამდებობის პირი, ჩაიდინოთ კორუფციული დანაშაული, მაგრამ ამავე დროს, მე არც ერთზე არ ვსაუბრობ, ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, პირადი ურთიერთობა მქონდა ვიღაც-ვიღაცებთან და ცოტა მეუხერხულება ამ ხალხთან, პირობითად ვსაუბრობ, მაგალითად, თქვენ რომ იყოთ ის ადამიანი, კორუფციულ დანაშაულზე აგებდით პასუხს, მაგრამ რევოლუციის აღკვეთაში თუ მონაწილეობას მიიღებდით, ამაზე მიიღებდით მადლობას. მარტივი ამბავია ძალიან. არ ნიშნავს, რომ როცა დანაშაულს ჩადის ადამიანი, სხვა რაღაცას არ აკეთებს.

