მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასდროს
მამუკა მდინარაძე: როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასდროს

იმედი|imedinews.ge

ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ, იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან, ეროვნულობასთან მიმართებით, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამის გამო არ შეიძლება ვინმეს დასჯა მოინდომოს რომელიმე გაერთიანებამ თუ ქვეყანამ.

„სადაც იქნება სამართლიანობა, იქ ურთიერთობაც გაუმჯობესდება. სადაც იქნება უსამართლო დამოკიდებულება, ბუნებრივია, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას, ვერც ქართული მხარე. ეს ადამიანურ ურთიერთობებშიც ასეა, პოლიტიკურ ურთიერთობებშიც ასეა და ნებისმიერ სფეროში, როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი. თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი შეფასებები, სწორი დამოკიდებულება იქნება და არ იქნება გაკიცხული ის საკითხი, რომ საქართველო არ ითხოვს მეტს არაფერს, გარდა სამართლიანობისა, გარდა მისი ქმედებების სწორი შეფასებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ არ ჩართონ PR ნარატივები მხოლოდ ერთი მიმართულებით და რაღაც გაიდლაინებით მოქმედება მის წინააღმდეგ, საქართველო მიდის ყველასთან ურთიერთობაზე, ოღონდ მისი მთავარი, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული, პირველ რიგში გათვალისწინებული და ოღონდ, არ დაგვძრახონ, როგორც ჩვენს ქვეყანაში იტყვიან ხოლმე, იმისთვის, რომ მოგვწონს, გვინდა, ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ, იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან, ეროვნულობასთან მიმართებით. ამის გამო არ შეიძლება ვინმეს დასჯა მოინდომოს რომელიმე გაერთიანებამ თუ ქვეყანამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს მაინც ასე დარჩება, ჩვენი ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე როგორც არასდროს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასდროს. შესაბამისი პასუხები გვექნება ჩვენ ჩვენი მხრიდანაც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი