მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში
მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში

იმედი|imedinews.ge

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე. ყველა ადამიანი ამას ამბობდა ასე და ყველა დოკუმენტური მტკიცებულება მიუთითებს ასევე იმაზე, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის 8 აგვისტოს. ის თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, განახორციელა მისი ტერიტორიების ოკუპაცია და განახორციელა მტრული საქმიანობა. ბუნებრივია, ომის დანაშაულებიც ჩაიდინა, რაც ქართველ სამხედროებს ქართულმა ხელისუფლებამ დააბრალა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს, რითაც უქმნიდა რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბს და მიზეზს საქართველოში შემოსაჭრელად, თუმცა, მდინარაძის თქმით, რუსეთის საქართველოში შემოჭრას ეს ვერანაირად ვერ ამართლებს.

„რაც შეეხება 7 აგვისტოს. 7 აგვისტოს სააკაშვილმა გასცა ბრძანება და განახორციელა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები, რაც ჩემი აზრით, ასევე მიზანმიმართულად, მან მთელს მსოფლიოს აჩვენა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. შეფასებაც არ სჭირდება. არანაირი საბაბი და მიზეზი არ ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, მას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა შემოჭრის უფლება. ის შემოიჭრა საქართველოში, განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება და ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს, არც ლოგიკა. შემდეგ, 2 თვეში, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, მათ დაადასტურეს, რომ უღალატეს საკუთარ ქვეყანას, ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს და ამ ომის დანაშაულში ქართულმა მხარემ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში, უზრუნველყო, რომ ჩვენ მოგვეგო მათი მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად. ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე აცხადებს, რომ 1-დან 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ესკალაცია შეინიშნებოდა - იყო დაბომბვები და იყვნენ დაჭრილები. თუმცა, ქართულ მხარეს ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭო არ მოუწვევია და არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება, რომელიც ყველას დაუმტკიცებდა, რომ საქართველო „აბსოლუტურად მართალი იქნებოდა ამ ყველაფერში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მასუდ ფეზეშკიანი: ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიარუსთავი 2
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

პრემიერი: ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

იმედი

EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა

EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა

იმედი