მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი
მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა.

„ბუნებრივია შევეხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი - მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედული გადაწყვეტილებების, ასეთი მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე, დაკავებულია სამი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებული მუშაობა გრძელდება სუსის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორცილების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაცის მინიჭების უფლება.

უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციის რაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი.

შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი