მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა
მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა

იმედი|imedinews.ge

შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა.

„სტატისტიკურადაც რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხალხმა, ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაიმკვიდრონ და ამას ემსახურება სწორედ ეს მიდგომა. შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა. ამისათვის უნდა დაისაჯოს. რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება, 10 წლის შემდეგ, პირობითად, ეს იყოს მორალიდან გამომდინარე ქცევა ადამიანის, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, საჭირო გახდა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს - შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლება, ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა. წარმოუდგენელია. ამას შეეგუონ და მიიღონ ის მკაცრი სასჯელი, ამ შემთხვევისთვის სახდელი, შემდგომში თუ რეციდივულად მიჰყვებიან იგივე საქმიანობას, სასჯელიც, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ ასე გადაწყვიტა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები

ცოტნე ანანიძე: აზიასთან თანამშრომლობის კრიტიკით ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას აზიანებს

ცოტნე ანანიძე: აზიასთან თანამშრომლობის კრიტიკით ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას აზიანებს

იმედი

მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ