მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

ვადეფულის თქმით, რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირმა იმის მიზეზად უნდა განიხილოს, რომ დაფიქრდეს, როგორ გახდეს ბლოკი პოტენციური ახალი წევრებისთვის უფრო მიმზიდველი.

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ერთად უფრო გავძლიერებულიყავით“, - განაცხადა გერმანიის პირველმა დიპლომატმა ტუნისში ვიზიტის დაწყებამდე.

dpa-ს ინფორმაციით, უქმეებზე გამართულ რეფერენდუმზე ისლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ატლანტის შორეულ კუნძულოვან სახელმწიფოს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებები 13 წლის წინ შეწყდა, ძირითადად მეთევზეობის სექტორთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თევზჭერა ისლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა.

„თავისთავად ცხადი არ არის, რომ ყველას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ვფიქრობ, ეს გვაძლევს მიზეზს, დავფიქრდეთ, სად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ვითარება და როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეხება იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ.

„კვლავ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოების მიზანი მხედველობიდან არ უნდა დავკარგოთ. ეს, ბუნებრივია, ისლანდიას მოიცავს, თუმცა, ამ პროცესში ნორვეგიაც შეიძლება იყოს ჩართული“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • ისლანდიაში საყოველთაო რეფერენდუმი დასრულდა - კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მინიმუმ 2028 წლამდე გაყინარუსთავი 2
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
ევროკავშირის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იმედი

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

იმედი