მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა რეხვიაშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსთავისთვის
მამუკა რეხვიაშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსთავისთვის

მამუკა რეხვიაშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსთავისთვის

იმედი|imedinews.ge

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად დაარეგულირონ გარემოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„ცვლილებების შედეგად, რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, რომლის აღსრულებასაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს, ქალაქს ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაარეგულიროს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსება და რეალიზაცია“, - განმარტა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მამუკა რეხვიაშვილი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მასალების არარეგულირებული მართვა მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის როგორც გარემოსთვის, ისე მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ახალი მიდგომა კი პროცესებს უფრო გამჭვირვალეს და ეფექტიანს გახდის. მისივე განმარტებით, ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ინდუსტრიული ქალაქისთვის, როგორიც რუსთავია, სადაც ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„რუსთავი, როგორც ინდუსტრიული დატვირთვის მქონე ქალაქი, განსაკუთრებით საჭიროებს ასეთ რეგულაციებს. აღნიშნული მასალების უკონტროლო განთავსება, ზრდის როგორც ეკოლოგიურ, ისე უსაფრთხოების რისკებს. ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ პროცესები გახდეს უფრო კონტროლირებადი, გამჭვირვალე და ქალაქის ინტერესებზე მორგებული.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, შემცირდება დაბინძურება და შეიქმნება უფრო უსაფრთხო გარემო თითოეული მოქალაქისთვის,“ - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით დამტკიცებული ცვლილებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის მუნიციპალიტეტებისთვის და აძლიერებს ადგილობრივი თვითმმართველობის როლს.

„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის რუსთავისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის და სრულად პასუხობს ჩვენს ქალაქში ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს,“ - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

იმედი

ევროკავშირმა სერბეთს „მართლმსაჯულების უკუსვლის“ მიზეზით ფულის გამოყოფა შეუჩერა

ევროკავშირმა სერბეთს „მართლმსაჯულების უკუსვლის“ მიზეზით ფულის გამოყოფა შეუჩერა

იმედი

ევროპარლამენტართა ნაწილმა შექმნილი ენერგოკრიზისის შედეგად გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ხელმძღვანელობას დააკისრა

ევროპარლამენტართა ნაწილმა შექმნილი ენერგოკრიზისის შედეგად გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ხელმძღვანელობას დააკისრა

იმედი

Fox News: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა

Fox News: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა

იმედი