მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას
მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას

მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას

იმედი|imedinews.ge

უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა Financial Times-ის სტატიას, რომ „გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.

„ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არახალია. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ყველანაირი, ყველანაირი უმსგავსობა იკადრეს, თუმცა, ჩვენ ვიცით რა სჭირდება იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე. ეს არა მხოლოდ დირექტივების შესრულებას ეხება, არამედ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ, სტრატეგიულ განვითარებას, რასაც ჩვენი ქვეყანა ემსახურება.

უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას ევროინტეგრაციამდე”, - განაცხადა ლაშხმა.

ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს - ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გაწევრება მხოლოდ ეტაპობრივად, რეფორმების შესრულების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა ათი წელი გაგრძელდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი