მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს

იმედი|imedinews.ge

ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობა უკვე კონკრეტულ, ხელშესახებ ინიციატივებად გარდაიქმნება.

„ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს.

საქართველო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
  • საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდატვ პირველი
  • ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთანნეტგაზეთი
  • ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

იმედი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

იმედი

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

იმედი

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

იმედი