მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთან - Netgazeti
ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთან - Netgazeti

ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთან - Netgazeti

ნეტგაზეთი19 აგვისტო, 2026, 14:54|netgazeti.ge

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შეუერთდა პროკურატურასთან მიმდინარე შეკრებას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მართავენ.

“ღმერთმა სამართალი გაპოვნინოთ. სულ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები”, – უთხრა ეკა კუპატაძემ თეონა თამაზაშვილს, თამარ ბაჩალიაშვილის დედას.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

„ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე. 6 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. შევიტანთ ახალ განცხადებას პროკურატურაში“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანაა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ნეტგაზეთი

მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ნეტგაზეთი

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი