მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა
მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა

მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა

იმედი|imedinews.ge

ტრანსპორტის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს აღნიშნული სექტორის განვითარებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება საქართველოს რკინიგზის განვითარებას დიდი ყურადღებას უთმობს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ინფრასტრუქტურული განახლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, იქნება ეს უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა, თუ ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენი სამგზავრო მიმართულება საქართველოს რკინიგზაში დღითიდღე უმჯობესდებოდეს და ჩვენ შევძლოთ, რომ უკეთესი მომსახურების ხარისხითა და სატრანსპორტო საშუალებებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო მოგზაურებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება. მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარობის ზრდას და მეორე ეს უშუალოდ გახლავთ სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ