მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს პოზიციონირებას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულობას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, საგრძნობლად გაზრდილია ქვეყნის ყველა პორტში ტვირთნაკადები და ეს დინამიკა გრძელდება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის პერსპექტივაში საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო ინდუსტრიასა და სექტორში პარალელურად განვითარდეს.

„ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ეს ძალიან დიდწილად დამოკიდებულია, მათ შორის, იმაზე, რომ პარალელურად უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს რკინიგზის განვითარება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რათა საქართველოს რკინიგზამ უზრუნველყოს დამატებით ვაგონებისა და ლოკომოტივების შესყიდვა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი ტვირთნაკადის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალურ გზებში.

„მთელი ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი და განაგრძოს ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულება, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • 2026 წლის აგვისტო დაკვირვების ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ცხელი თვე გახდა - CopernicusBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს