მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: თბილისსა და შანხაის შორის ავიამიმოსვლა ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისსა და შანხაის შორის ავიამიმოსვლა ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისსა და შანხაის შორის ავიამიმოსვლა ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე

იმედი|imedinews.ge

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსლის გადაწყვეტილება და ეს მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟში.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და შანხაის შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განსაკუთრებით დადებითად აისახება საქართველოს ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე.

თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ავიაკომპანია China Eastern Airlines 15 ივლისს შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.'

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისით საქართველოს წამყვანი ჩინური მედია ეწვია, რომელიც გაეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.

„ისინი იმოგზაურებენ საქართველოში, შესაბამისად, გააკეთებენ სიუჟეტებს, დაწერენ სტატიებს, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ჩინეთში პოპულარიზაციას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი