მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გაზარდოს ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი უზბეკეთის ბაზარზე. ამასთან , ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უზბეკური ინვესტიციების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვაც ახლო მომავალში საქართველოში იგეგმება. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების თანამშრომლობის გაძლიერებას და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ბიზნეს ფორუმი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ერთობლივი ბიზნეს ინიციატივების განვითარებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშროლობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელზე. ხაზი გაესვა ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი. შეხვედრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა - ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის დადებით გავლენას ტურისტული ნაკადების ზრდაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი