მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა. შეხვედრა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტის (INRES) ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც წარმატებით აისახება ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცესებში. ითქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თურქეთის, როგორც საიმედო პარტნიორის როლს ენერგეტიკის სფეროში და აღნიშნა საქართველოს ინტერესი, რომ ქვეყანაში ჭარბი გენერაციის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ექსპორტი თურქულ ბაზარზე განხორციელდეს. მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2036 წლისთვის ქვეყანა ენერგეტიკულად თვითკმარი უნდა გახდეს, ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ კი 11 500 მგვტ-ს უნდა მიაღწიოს. აღნიშნული სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური ინიციატივა დამატებით გააძლიერებს როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი