მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი
მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი

იმედი|imedinews.ge

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

რუტეს თქმით, კრემლი ამჟამად მთელი ევროპის უსაფრთხოებას ცდის, რის გამოც ნატოს წევრებმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ და მზად იყვნენ მტრული მოქმედებების ხანგრძლივი კამპანიისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აღნიშნულ პოზიციას მხარი დაუჭირეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა. მათ აღნიშნეს, რომ ევროპა დაშინებას არ დაემორჩილება და მათი ქვეყნები დაზვერვის სფეროში თანამშრომლობას უკვე პრეცედენტო დონემდე აძლიერებენ.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და გააგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა. გვაქვს ყველაფერი, რათა დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული გოჯი“, - დასძინა რუტემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიაში ოთხი ქართველი მოხვდაფორმულა
  • ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდოBM.GE
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი

შეტევა პატრიარქზე და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აკეთებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეტევა პატრიარქზე და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აკეთებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

იმედი

პოლონეთის ჯილდო მზია ამაღლობელს - „ქართული ოცნება“ შეკვეთილ და წახალისებულ ძალადობაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლონეთის ჯილდო მზია ამაღლობელს - „ქართული ოცნება“ შეკვეთილ და წახალისებულ ძალადობაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი