მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარნეულის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი
მარნეულის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

მარნეულის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სავაჭრო ობიექტის გარე პერიმეტრზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და მასში მოთავსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო მოპარული ჩასარიცხი აპარატი და ავტომობილის სანომრე ნიშანი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

იმედი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იმედი