მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ

იმედი|imedinews.ge

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც კავკასიის რეგიონს და შუა დერეფანს მიუძღვნა.

კოსი ვიდეოში საუბრობს იმაზე, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ თითქმის ყველა თვითმფრინავი ფრენისას სამხრეთ კავკასიის მარშრუტს იყენებს.

მისი თქმით, კრიტიკული მნიშვნელობისაა შუა დერეფნის მარშრუტიც, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და ევროპის კონტინენტს ენერგომატარებლებით ამარაგებს. ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს, რათა შუა დერეფანი უფრო ეფექტური გახდეს.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ორ მარშრუტზე ვიყავით დამოკიდებულები, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებდა ერთმანეთთან: ჩრდილოეთ მარშრუტი, რომელიც რუსეთზე გადიოდა და სამხრეთ მარშრუტი, რომელიც წითელი ზღვით და სუეცის არხით გადიოდა. თუმცა, კონფლიქტებმა აღნიშნულ მარშრუტები არასაიმედო გახადა. ბევრი გემი იძულებულია შემოვლითი გზით, კეთილი იმედის კონცხის გავლით იაროს. ეს არის ძველი მარშრუტი, რომლითაც ევროპა სუეცის არხის მშენებლობამდე სარგებლობდა.

მაგრამ არსებობს სხვა გზაც. შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ. ის ევროპას აზიასთან სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. მაგრამ, ამან რომ იმუშაოს, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

აღნიშნული მარშრუტით ვაჭრობის მოცულობა 2022 წელთან შედარებით ოთხჯერ არის გაზრდილი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქონლის მიწოდების ვადა 45 დღემდე იწელება. ჩვენი მიზანია მისი შემცირება 15 დღემდე. როგორ? გზების, რკინიგზების, პორტები გაუმჯობესებითა და საზღვარზე დაყოვნების დროის შემცირებით. ეს ჩვენს საწარმოებს ხარჯებს შეამცირებინებს და საქონელს ევროკავშირის მოსახლეობისთვის იაფს გახდის. ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კოსმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას. მთავრობა საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა

იმედი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა

იმედი