მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოება პროგრამის „უცხოური ენების განვითარების და მხარდაჭერის“ მიმართულების 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ იმ სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობის, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებისა და მულტილინგვური საგანმანათლებლო გარემოს ფორმირების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციები, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიღწეული შედეგები. ასევე გაიმართა პროგრამის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების წარდგენა.

2025-2026 სასწავლო წელს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და ჩინურენოვან უცხოელ მოწვეულ მასწავლებლებთან.

უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში განაწილებულნი იყვნენ საქართველოს 7 რეგიონის 30-მდე საჯარო სკოლაში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემთან თანამშრომლობით განახორციელეს სხვადასხვა ინტერკულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სოციალური პროექტი.

მოხალისე მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ზრუნავდნენ ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობდნენ სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა