მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 11 მაისის 18:00 საათამდე.

„აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საგამოცდო საფასურის გადახდა რეგისტრაციის პროცესის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და აღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.

ვადების გახანგრძლივება მიზნად ისახავს კანდიდატების ხელშეწყობას, რათა მათ სრულფასოვნად და შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურის გავლა.

განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.

სპეციალური საგამოცდო პირობების საჭიროების მქონე პირებმა რეგისტრაციისას უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი და 11 მაისის 18:00 საათამდე წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი