მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მე ამირჩიეს გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო - კირ სტარმერი მისი პარტიის არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს
მე ამირჩიეს გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო - კირ სტარმერი მისი პარტიის არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს

მე ამირჩიეს გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო - კირ სტარმერი მისი პარტიის არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ადგილობრივ არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მოდით, პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ცუდი შედეგებია. შელამაზებას არ დავიწყებ. ჩვენ დავკარგეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ბრწყინვალე წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი საბჭოებისთვის და ჩვენი პარტიისა და მოძრაობისთვის. ამომრჩევლებმა გვითხრეს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ცვლილებებისთვის, თუ როგორ სურთ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამირჩიეს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკმარისად არ დაარწმუნა ადამიანები, რომ მათი ცხოვრების დონის შეცვლა და გაუმჯობესება შესაძლებელია.

ცნობისთვის, გუშინ დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. მეორე და მესამე ადგილებს „კონსერვატორები“ და სტარმერის „ლეიბორისტული პარტია“ იყოფენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი