
„მე რომ ევროკავშირის მოსაზღვრე ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი გაწევრიანებას“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიიდან
ისლანდიაში 29 აგვისტოს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვერენისტთა კავშირი“ თავმჯდომარეს ჰარალდურ ოლაფსონთან.
ის ფიქრობს, რომ იმ 47.2 % -დან, რომელმაც მოლაპარაკებების განახლებას მისცა ხმა, ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული შესაძლო პირობების გაცნობას.
„გასათვალისწინებელია, რომ რეფერენდუმისას, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც დადებითი პასუხი გასცა - 47%-მა ხმა არა ევროკავშირში გაწევრიანებას მისცა, არამედ მხარი დაუჭირა ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული შესაძლო პირობების გაცნობას. ასე რომ, იმ ისლანდიელთა რიცხვი, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე 47%“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰარალდურ ოლაფსონმა.
მან რეფერენდუმის განხილვის მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„რეფერენდუმისას განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ბუნებრივი რესურსების მართვის სადავეები, ჩვენი ეკონომიკა დიდწილად სწორედ ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული, ენერგო რესურსებსა და თევზჭერაზე, ევროკავშირი თუ ხელში ჩაიგდება ჩვენს რესურსებს, არავინ ვიცოდით, მათ რა ბედი ეწეოდათ“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვერენისტთა“ თავმჯდომარე.
„მე რომ ევროკავშირის მოსაზღვრე ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი გაწევრიანებას“, - დასძინა ჰარალდურ ოლაფსონმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge